• პროექტის მონაწილეები: პროექტში მონაწილეობენ: X კლასის მოსწავლეები, რომლებიც არიან 15–16 წლისანი არიან
• პროექტის მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია მოისპოს ძალადობის ფაქტები სკოლაში, ასევე ბავშვებმა ისწავლონ რთული სიტუაციების მართვა და განივითარონ კომუნიკაციური უნარ–ჩვევები.

• მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს რომელიმე კონფლიქტურ სიტუციას ; ამის შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს ისაუბრონ ამ კონკრეტული სიტუაციის უარყოფით შედეგებზე, შემდეგ აცნობს რომ სურს განახორციელოს ამავე ტიპის პროექტი და მოსწავლეს რომელსაც სურს რომ ჰქონდეს მაღალი აკადემიური შეფასება აუცილებლად უნდა ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში. ასევე პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები საკუთარი სურვილით. რადგან მასწავლებელი ჰპირდება მოსწავლეებს რომ პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შესძლებენ კონფლიქტური სიტუაციების მართვას. კონფლიქტიდან იოლი გამოსავლის პოვნას, ასევე პროექტის წარმატებით განხორციების შემთხვევაში მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ექსკურსიას სასმართლოში. (კერძოდ უზენაეს სასამართლოში).
• პროექტი განხორციელდება ორ X –ე კლასში . მონაწილე მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თვითეული ჯგუფს აქვს სხვადასხვა ტიპის დავალება: ( მაგალითად ერთი ჯგუფი ზოგადად საუბრობს და მოიპოვებს ინფორმაციას კონფლიქტის შესახებ. მეორე ჯგუფი სოციალურ კონფლიქტს იკვლევს და ასე შემდეგ.)
• მოსწავლეებს არ უჭირთ ინფორმაციის მოპოვება ისინი აქტიურად ერთობიან სასწავლო პროცესში, მასწავლებელის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს კონფლიქტების მართვის ცოდნა რასაც ბავშვები პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად შესძლებენ.
• პროექტის განხორციელების ვადები: 2010წლის 1ნოემბრიდან–20 ნოემბრამდე.
• სამუშაო ენა: ქართული.
• პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ნიკოლაშვილი, სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგი.
• პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით კერძოდ www.google.ge , კვლევა, სიმულაციური ამოცანა. პოექტის განხორციელებისას მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად. იქმნება სულ ოთხი ჯგუფი: აქედან I ჯგუფს ევალება ზოგადად კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მოძიება, II ჯგუფს ევალება პიროვნებათა შორისი კონფლიქტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება თავისი მაგალითების მოძიებით, III ჯგუფს ევალება კონფლიქტის საფეხურების განხილვა და მისი მოგვარების გზების მოძიება, IV ჯგუფს ევალება სიმულაციურ ამოცანის თამაში და კლასში თვალასჩინოების ჩვენება.
• მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოწესრიგებული და კანონმორჩილი ახალგაზრდა თაობის გაზრდა.
• სარგებელი სხვებისთვის: მშვიდი და მოწესრიგებული გარემო. ძალადობის ფაქტების აღმოფხვნა, ზოგადად დანაშაულის რიცხვის შემცირება.
• პროექტის შეფასება: შეფასების რუბრიკა.
• დანართი: მოსწავლეთა ნამუშევრები პროექტის მიმდინარეობის პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий