воскресенье, 10 ноября 2024 г.

ბუკლეტის გეგმა: "ტოლერანტობა და საზოგადოების მრავალფეროვნება"

 




  1. ყდის გვერდი:

    • სახელი და ლოგო: ბუკლეტის სათაური - "ტოლერანტობა და ურთიერთგაგება"
    • სურათი: განსხვავებული ეროვნებების, კულტურების ან სოციო-ეკონომიკური ჯგუფების სიმბოლური გამოსახულება
    • თემა და სლოგანი: "ერთიანობა მრავალფეროვნებაში"
  2. შესავალი: რა არის ტოლერანტობა?

    • ტოლერანტობის განმარტება (მოკლე და ნათელი)
    • ტოლერანტობის მნიშვნელობა ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების მრავალფეროვნების თვალსაზრისით
  3. ტოლერანტობის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში:

    • ტოლერანტობის როლი კონფლიქტების თავიდან აცილებაში და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფაში
    • ტოლერანტობის პრინციპები, როგორც დემოკრატიის ძირითადი ღირებულებები
    • სარგებლობა მრავალფეროვნებიდან: რას გვაძლევს კულტურული და აზროვნებითი მრავალფეროვნება?
  4. პრაქტიკული ნაბიჯები ტოლერანტობის განსავითარებლად:

    • მსმენელის გაგების უნარი: როგორ დავეუფლოთ თანაგრძნობასა და მოსმენის უნარებს
    • სიძულვილის ენასა და სტერეოტიპებისგან თავის დაღწევა: სიძულვილის ენის და სტერეოტიპების გავლენა საზოგადოებაზე და მათი დაძლევის გზები
    • საზოგადოებრივი დიალოგი: როგორ დავნერგოთ დიალოგი განსხვავებული აზრების მიმართ
  5. ტოლერანტობა სკოლებში და ახალგაზრდებში:

    • განათლების როლი: ტოლერანტობის სწავლების მაგალითები სკოლებში
    • საქმიანი თამაში და აქტივობები: ახალგაზრდებში ურთიერთგაგების და თანამშრომლობის განვითარება
  6. გამოწვევები და დამაბრკოლებლები ტოლერანტობისკენ მიმავალ გზაზე:

    • ნეგატიური მენტალიტეტები და სოციალური სტერეოტიპები
    • როგორ ვებრძოლოთ სტიგმას და განვავითაროთ მეტი გახსნილობა
  7. როგორ დავნერგოთ ტოლერანტობის კულტურა:

    • საზოგადოებრივი აქტივობები, სემინარები, კამპანიები
    • როგორ მივიღოთ მონაწილეობა და როგორ შევუწყოთ ხელი ტოლერანტობის გავრცელებას საზოგადოებაში
  8. დასკვნა: რატომ არის ტოლერანტობა მნიშვნელოვანი?

    • ძირითადი აზრის შეჯამება
    • მოწოდება ტოლერანტობის კულტურის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ
  9. სასარგებლო რესურსები და კონტაქტები:

    • ორგანიზაციები, ვებგვერდები, და ლიტერატურა ტოლერანტობის თემაზე
    • კონტაქტი კითხვებისთვის და მეტი ინფორმაციისთვის

пятница, 25 октября 2024 г.

კლიმატის ცვლილება დებატები ქეისი და უარყოფის სტრატეგია

 

ქეისი



მოგესალმებით  ძვირფასო  გუნდის  წევრებო,  ოპონენტი  გუნდის  წარმომადგენლებო,  მსაჯო,  თაიმქიფერო,  დამსწრე  საზოგადოებავ  მე  გახლავართ  მტკიცებითი  გუნდის  პირველი  სპიკერი  -------------    ----------------------------  და  მსურს  წარმოგიდგინოთ  ჩემი  გუნდის  ქეისი.

  დღევანდელი  ჩვენი  საკამათო  თემაა:  ,,კლიმატის  ცვლილება“

დავიწროვებული  რეზოლუცია  კი:  ,,ველისციხის თემში  მოსახლეობამ  უნდა  იზრუნოს სოფლის  ეკოლოგიურ  პრობლემებზე  და  საყოფაცხოვრებო  ნარჩენების  მართვაზე“

     2014  წლის  18  დეკემბერს   სტრასბურგში ევროპალამენტმა  საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების  ხელშეკრულების  რატიფიკაცია  მოახდინა.  ჩვენმა  სახელმწიფომ აღიარა  ევროპული  ფასეულობები.  თუმცა  საქართველოს  გაწევრიანების  სურვილი  და  ზრუნვა  დიდ  ევროპულ  ოჯახში  საკმარისი  არ  აღმოჩნდა.  ჩვენ  არ  ვაკმაყოფილებდით  იმ  მოთხოვნებს  რასაც  ეს  ორგანიზაცია  გვიყენებდა,  ამიტომ  ქვეყანამ  დაიწყო  ზრუნვა  დაენერგა  ის კანონები  და  შეემუშავებინა  ის  სტანდარტები,  რომლებიც  შესაძლებლობას  მოგვცემდა  გავმხდარიყავით  ამ  ორგანიზაციების  წევრები.  რატომ  მაინცდამაინც  საერთაშორისო  ორგანიზაციების  წევრები?    ეს  არის  შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკური  განვითარების,   საერთაშორისო  ბაზრის  ათვისების.  კი  მაგრამ  რა  შუაშია  ჩვენი  სოფლის  ეკოლოგიური  პრობლემები.  მოგეხსენებათ  სოფელი  ველისციხის  განაშენიანების გეგმა პროექტის   სახით  უკვე  გაწერილია. ამ  ეტაპისათვის  ჩვენს თემში  მიმდინარეობს  სარებილიტაციო  სამუშაოები, აღნიშნული  პროექტის  მიხდვით  სოფელი  სამომავლოდ  უნდა  ჩამოყალიბდეს  როგორც  აგროტურიზმის  ცენტრი  საქართველოში,  კონკრეტულად  კახეთის  რეგიონში.  სოფელი  სავარაუდოდ  დაბის  ან  უკეთეს  ვარიანტში  ქალაქის  ტიპის  დასახლებად  უნდა  გადაკეთდეს.   ეს  ყველაფერი  ნებისმიერი  სოფლის მოსახლისათვის  სწორედ,  რომ  სასიხარულო  ინფორმაციაა,  თუმცა  ერთია  სოფლის  სამომავლო  განვითარების  პოტენციალი  და  მეორე  არსებული  პრობლემები,  რომელიც  უხვდაა  დღევანდელობაში  და  სერიოზულ  საფრთხეს  უქმნის  ტურიზმის  განვითარებას.

    პირველი  რაც  თვალში  გვეცემა  არის  ის,  რომ  სოფლის  ქუჩები  დანაგვიანებულია,  მოსახლეობას  კი  ეს  საერთოდაც  არ  აწუხებს.  დამეთანხმებით  ალბად  ასეთ  ქუჩებში  სიარული  ნამდვილად  არ  მოესურვებათ  ტურისტებს.   ხშირად  ნაგავი ჩადის  სანიავღვრე  არხებში  იჭედება  და  წვიმიან  ამინდში  ფეხით  მოსიარულეებს  ძალიან  უჭირთ  გადაადგილება.   როგორც  გამოვკითხეთ   სოფლის  ყველა  მოსახლე  არ  იხდის  დასუფთავების  გადასახადებს.  საყოფაცხოვრებო  ნარჩენებს  ზოგი  თუ  ნაგვის  მაქანას  ატანს, ზოგი  მოსახლე  თვითნებურად  ჰყრის  უკანონო  ნაგავსაყრელებზე,  შესაბამისად   არც  არავინ  წუხდება სოფლის  უშუალო  მოვლით,  სიტყვით  კი  ყველა  განიცდის  მწარე  რეალობას  არსებულ  ანტისანიტარიას.   გლობალური  დათბობის  პირობებში  ძალიან  დიდი   ნაწილი  მწვანე  საფარის  ვგულისხმობ  ხემცენარეებს  განადგურდა  და  საჭიროებს  განახლებას.

  ჩვენი დღევანდელი ქეისი ეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვას . პირველ რიგში იმისათვის რომ ყველაფერი გავამარტივოთ მთავარია გავმიჯნოთ ტერმინები ნარჩენი და ნაგავი . ალბათ უმეტესობამ არ იცის თუ რამდენად დიდი განსხვავებაა ამ ერთი შეხედვით ერთნაირ სიტყვებს შორის. ორიოდე სიტყვით, რომ ვთქვათ  ნარჩენი ეს არის ნებისმიერი ნივთი ან ნივთიერება რომლის მოშორებაც გადაწყვეტილი აქვს მფლობელს, უკვე მოიშორა ან ვალდებულია მოიშოროს. რიგ შემთხვევაში თუ ის საფრთხის შემცველია ისევე როგორც ნაგავი მაგრამ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ნარჩენის გამოყენება უმეტეს შემთხვევაში უწყვეტი ციკლითაა შესაძლებელი .

  რეგიონებში უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირება  და მოქალაქეებში ცნობიერების  ამაღლება ნარჩენების  მართვის თემაზე. ამის გარდა ასევე უნდა ხდებოდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვა მისი შემდგომი გამოყენებისათვის . ამ ყველაფერს კი  სოფელ ველისციხის მაგალითზე განვიხილავთ . როგორც ვიცით ინოვაცია ყველაზე გვიან სწორედ რეგიონში სოფლებსა  და დაბებში აღწევს . სწორედ ამიტომაა,  რომ ცნობიერების დაბალი  დონის კატასტროფული სიმრავლის მოწმე გავხდით . კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ და ციფრებს დავეყრდნობით აღმოვაჩენთ რომ სოფლის არც თუ ისე მცირე ნაწილი მოსახლეობიდან  არ ფოლობს ზემოდ განხილული საკითხის შესახებ ინფორმაციას ზრდასრულებში მცოდნეთა მაჩვენებელი 10-15% მერყეობს სკოლის მოსწავლეებში შედეგი შედარებით იმედის მომცემია, მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო 15-25% . ინფორმაცია რომელიც ახლა გაგაცანით მოპოვებულლი იყო ჩვენი გუნდის მიერ უშუალო  გამოკითხვით . ბენეფიციალების ოდენობა  მთელი სოფლის  მოსახლეობის  10%-ს შეადგენს დაახლოებით 560 ადამიანს და ეს მონაცემები არ გახლავთ უზუსტესი მაჩვენებელი ,მაგრამ, მაქსიმალური სიზუსთით ასახავს არსებულ მდგომარეობას .

     არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფართოდ გავრცელებული პრობლემა როგორიცაა არაკონტროლირებადი წვა მოსახლეობის უმეტესობა ნარჩენებს სწორედ ასე იშორებს . თანაც ყურადღება მისაქცევია ისიც რომ CO2 -ის კონცეტრაცია მკვეთრად იზრდება,  რაც  თავის  მხრივ  ამაღლებს  ემისიების  დაგროვებას და აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება . არ უნდა ხდებოდეს ასეთ შემთხვევებზე თვალის დახუჭვა . ძალიან მინდა ასევე შეგახსენოთ მდგრადი განვითარების მიზნები.  რომლიც  ცნობილია  როგორ  დღის  წესრიგი  2030  რაც  ნიშნავს  რომ  2015  წლიდან  შემუშავებულია 15  წლიანი  სამოქმედო  გეგმა  რის  მიხედვითაც, უნდა  მოვახდინოთ  ჩვენი  მავნე  ზეგვლენის  შერბილება  დედამიწაზე.

   მაშასადამე, მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთ სისტემას გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;

 

როგორ ვაპირებთ თუნდაც მხოლოდ ამ განმარტების დაკმაყოფილებას თუ არ ავამაღლებთ ჩვენს ცოდნასა და პიროვნულ ღირსებას?  მათთვის ვისაც აინტერესებს თუ რა შეიძლება მოუხერხოთ ეზოში არსებულ ფოთლებს? ან სამზარეულოში დარჩენილ ერთი შეხედვით გამოუსადეგარ საკვების ნარჩენებსა და სხვა  ორგანულ ნივთიერებებს მაქვს ერთი მოკლე სიტყვა რომელიც ამავდროულად გადაჭრის გზაცაა  ''კომპოსტი'' დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ გამოყენებას ჰპოვებს ვინაიდან სოფელი ძირითადად მიწათმოქმედებით ირჩენს თავს . კომპოსტი ესაა ორგანული სასუქი რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ნებისმიერი პესტიციდი ან სხვა შხამქიმიკატი და ასევე სრულიად უფასო .

 

  რამდენად  შესაძლებელია  ჩვენი  ძალებით  აღნიშნული  პრობლემების  მოგვარება.  შესაძლებელია,  დასუფთავების  აქციებით,  ტრენინგებით,  სემინარებით  საინფორმაციო  ტიპის  კამპანიებით  და  კვლევებით,  ადვოკატირებით,  ლობირებით,  მოსახლეობის  ცნობიერება  ამაღლდება  და  სოფელში  არსებული  მდგომარეობის ნაცვლად გვექნება სუფთა  უბნები,  რომლებიც   ტურისტური  ქალაქის  განვითარების  უმთავრესი  საწინდარი  შეიძლება  გახდეს. ეს  კი  პირადაპირ  კავშირში  იქნება სწორედ ძალების მშენებლობასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასთან, რაც თვალნათლივ აისახება მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობაზე, ბუნებრივია პოზიტიური კუთხით.

   ბოლოს  მინდა  შევაჯამო  ჩემი  გამოსვლა  და  დასკვნის  სახით  მოგახსენოთ  რომ  თანამედროვე დედამიწა,  გლობალური  დათბობის  პირობებში, ავადაა, კლიმატის  ცვლილებებთან  ბრძოლა,  ემისების  შემცირების  ხარჯზე, თითოეული  მოქალაქის მხრიდან  ენერგოეფექტური  უნარ-ჩვევევბის ყოველდღიურობაში  დამკვიდრება  არის  ერთადერთი  გამოსავალი,  ცალკეული  ადამიანების  კეთილდღეობისა  და  რაც  მთავარია გადარჩენის  ერთადერთი  საშუალებაა.   მადლობა  მე  დავასრულე  ჩემი  გამოსვლა  და  მაზდ  ვარ  ჯვარედინი  დაკითხვისათვის.

 

 

 

 

II  სპიკერი  მტკიცებითი  გუნდის

მოგესალმებით  ძვირფასო  გუნდის  წევრებო,  ოპონენტი  გუნდის  წარმომადგენლებო,  მსაჯო,  თაიმქიფერო,  დამსწრე  საზოგადოებავ  მე  გახლავართ  მტკიცებითი  გუნდის  მეორე  სპიკერი  -------------    ----------------------------  და  მსურს  წარმოგიდგინოთ  ჩემი  გუნდის  ქეისი. კერძოდ  აღვადგინო  ქეისი  გამოსავლის  ნაწილი, რადგან  დროში  ვართ  შეზრუდულები  გავითვალისწინეთ  რა  რეგლამენტი,  გადავწყვიტეთ მე  და  ჩემი  გუნდის  წევრებმა  გამოსავლის  ვერსია  უფრო  დეტალური  სახით  მე  წარმომედგინა.

მოკლედ  მოგახსენებთ  კვლევისა  და  საინფორმაციო  კამპანიის  შესახებ  რაც  ორგანიზაცია  CENN  შემოვიდა  ჩვენს  სკოლაში  და  ჩვენ  მის  პროექტებში  ჩართულნი  აღმოვჩნდით  სულ  რამოდენიმე  თვე  დაგვჭირდა  რომ  მაკულატურის  შეგროვების  კონკურსში  მთელი  საქართველოს  მასშაბით  გაგვემარჯვა.  აქ  მინდა  თქვენი  ყურადღება  გავამახვილო,  ინფორმირებულობაზე  და  სამოქალაქო ცნობიერებაზე,  სკოლაში  თითქმის  ყველა  ოჯახიდან  დადიან  ბავშვები,  გარდა  ამისა  შესაძლოა  სკოლის  მოსწავლეებმა  განვახორციელოთ  სხვადასხვა  ტიპის  საინფორმაციო  კამპანიები,  სხვადასხვა  ასაკობრივი  ჯგუფის  ადამიანებთან  და  სულაც  არ  იყოს  ამისთვის  ძვირადღირებული  ტრენინგების  ორგანიზება,  საჭიროების  შემთხვევაში,  ორგანიზაია  CENN-ის  და  ადგილობრივი  თვითმართველობის  წევრების  მხარდაჭერაც  გვექნება. ამას  გარდა  სკოლაში  აგერ უკვე  ერთი  წელია  ფუნქციონირებს  ენერგო  ეფექტურობის  ლაბორატორია,  ადგილობრივი  ხელისუფლების  წარმაომადგენლები  თავის  მხრივ  მზად  არიან,  მოგვისმინონ  და  საჭირო  მხარდაჭერა  გამოგვიხატონ.  რაც  შეეხება  დასუფთავებას  პირველ  ეტაპზე  ვთვლი  უნდა  ჩატარდეს  კვლევა,  საკვლევი  საკითხი  იქნება - ,,გადაიხდის  სოფლის  მოსახლეობა  დასუფთავების  გადასახადს  2  ლარს  ყოველ  თვეს?“  სავარაუდოდ  კვლევის  შედეგები  რომელსაც  საფუძვლად  დაურთავთ  ჩემი  უბნის  შედეგებს  72%  თანახმაა,  რომ  გადაიხადოს  აღნიშნული  თანხა.   შემდეგ  მივალთ  მერის  მეორე  კატეგორიის რწმუნებულთან ველისციხის  ტერიტორიულ  ერთეულში და  შევთავაზებთ  მოსახლეობის  კვლევის  შედეგების  საფუძველზე  გამოაცხადოს  დასუფთავების  სამასახურის  თანამშრომელთა  შესახებ  ვაკანსია.  პირველი  თვის  ანაზღაურება  აღნიშნული  სამასახურის  თანამშრომლებს  გაუწერონ  სოფლის  ბიუჯეტიდან,  ხოლო  შედეგ  თვეებში  კი   კომუნალური  გადასახების  გარკვეული  ნაწილით  გადაუხდიან  ხელფასებს.  სოფლის  მოსახლეობა  ვინც  გადაიხდის დასუფთავების  მოსაკრებელს/გადასახადებს,  ის  ქუჩას  შედარებით  ნაკლები  ალბათობით  დაანაგვიანებს.     რაც  შეეხება  გამწვანებას,  თვითონ  მოსახლეობა  ზრუნავდა  და  კვლავაც  იზრუნებს.  რაც  შეეხება  ქუჩების  დასუფთავებას აქ  მთელი  რიგი  სამუშაოებია  ჩასატარებელი,  კერძოდ  უნდა  ჩატარდეს  სოფელში  საინფორმაციო  ტიპის  აქციები  რომლის  დაგეგმვა-განხორციელება  სავარაუდოდ  შესაძლოა  ერთ  თვეს  გაგრძელდეს  და   წელიწადის  განმავლობაში  პერიოდულად  განმორდეს.

მოსახლეობას უნდა  მიეწოდოს  ასევე  ინფორმაცია  ფოთლების  დაწვისა  და  სხვა  ტიპის  დაბინძურების  შესახებ  ასებული  სანქციებისა თუ  ჯარიმების  შესახებ.

ვფიქრობ  ასეთი  დამოკიდებულებები,  მუდმივი  ზრუნვა  მოსახლეობაში  აამაღლებს  სამოქალაქო  ცნობიერებას  და  გაზრდის  კულტურას.  ნარჩენების  გადამუშავებაზე  კი  გეტყვით  კომპოსტის  წარმოება  სოფლის  მოსახლეობისთვის  საუკეთესო  შეთავაზებაა,  მით  უფორ  რომ  სოფელ  აქვს  ნარჩენების  გადამამუშავებელი  ქარხნის  სიკეთის  გამოცდილება  სოფელში  არსებობს  წიპწის  ქარხანა.  ნარჩენების  მიმართ  ასეთი  დამოკიდებულება  შეამცირებს  ნაგავს  და  დაზოგავს  რესურსებს.

   ბოლოს  მინდა  შევაჯამო  ჩემი  გამოსვლა  და  დასკვნის  სახით  მოგახსენოთ  რომ,   ნარჩენების  მართვა  მათი  ხელახალი  წარმოება საზოგადოებრივი,  ეკონომიკური,  გარემოსდაცვითი  და  კეთილდღების  მიმართულებით  არსებული  მდგრადი  განვითარების  ოთხივე  კომპონენტის  მოგვარებაზეა  ორიენტირებული და ეს კი  ხელს  შეუწყობს  ჩვენი  ქვეყნის დემოკრატიულ  სახელმწიფოდ  ჩამოყალიბებას. მადლობა  მე  დავასრულე  ჩემი  გამოსვლა  და  მაზდ  ვარ  ჯვარედინი  დაკითხვისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

III  სპიკერი

 

 

კიდევ  ერთხელ  შეგახსენებთ  მე  გახლავართ    მტკიცებითი  გუნდის  მესამე სპიკერი ----------------------------------------- და  მსურს  შევაჯამო  დღევანდელი  ჩემი  გუნდის  თამაში.

დავიწყებ  პირველი  სპიკერის  გამოსვლით  ვთვლი  რომ  მან  საუკეთესოდ  წარმოადგინა  ჩვენი  გუნდის  ქეისი,  დიახ პრობლემა, გამოსავალი და  უპირატესოსბები  იმდენად  თვალსაჩინოთ  წარმოვადგინეთ  რომ  ოპონენტებმა  ვერაფრით  ვერ  შესძლეს  ჩვენი  არგუმენტების  სრულად  გაბათილება, მართალია  მათ  სცადეს  გამოსავლის  ნაწილში  ჩვენი  ქეისის  გარღვევა  მაგრამ  გაუძნელადათ.  მათ  მიერ  წარმოდგენილი  არცერთი  არგუმენტი  არ იყო სრულყოფილი  რასაც  მთელი  თამაშიც  განმავლობაში ვერაფერი  მოუხერხეს,  ოპონენტები  გვთხოვდნენ   გამოსავლაში დაგვესახელებინა  კონკრეტული  პირები  ვინც  პრობლემას  მოაგვარებდნენ  მაგრამ  ასეთი  რამ  არღვევს  თანამედროვე  სამართლებრივ  ნორმებს  პირთა  პერსონალური  მონაცემების  დაცვისა  და  იდენტიფიცირების  დაუშვებლობის  შესახებ!  ჩემი  გუნდის  წევრები  მთელი  თამაშის  განმავლობაში  ყურადღებით  ვიცავდით  დებატის  თამაშის  ტექნიკის  წესებს,    ვითვალისწინებით  ჩვენი ოპონენტების  არასათანადო  მომზადებას, რომელსაც  ალბად  თქვენც  ამჩნევდით  პატივცემულო  მსაჯო  იმედს  ვიტოვებ  სწორედ  ამ  ფაქტს  გაითვალისწინებთ  დაგაწყვეტილების  მიღების  პროცესში  როცა  გამოავლენთ  გამარჯვებულს  და  დამარცხებულს. მე მჯერა  თქვენი  ობიექტურობის  და კომპეტენციის,  ასევე  მსურს  შეგახსენოთ  ის  ფაქტი,  რომ  ჩვენ  ვართ  ჩვეულებრივი  მოსწავლეები  და  საკმაოდ  დიდი  ძალისხმევა  დაგვჭირდა  დამატებით  ამ  ინფორმაციის  მოძიების  და  შემდეგ  მისი  დამუშავების,  მოკლედ  დებატიბისთვის  მზადების  პროეცესში  რათა  შესძლებლობა  გვქონოდა  ღირსეულად  წარვდგენილიყავით  როგორც  ოპონენტების  ასევე  პატივცემული  დამსწრე  საზოგადოების  მიმართ!  მადლობა, მე  დავასრულე  ჩემი  გამოსვლა  და  ველოდებით  თქვენს  შეფასებებს. 

 

უარყოფის  სტრატეგია

  მოგესალმებით  ძვირფასო  გუნდის  წევრებო,  ოპონენტი  გუნდის  წარმომადგენლებო,  მსაჯო,  თაიმქიფერო,  დამსწრე  საზოგადოებავ  მე  გახლავართ  უარმყოფელი  გუნდის  პირველი  სპიკერი --------------   ----------------------   წარმოგიდგენთ  ჩემი გუნდის  მიერ  შემუშავებულ უარყოფის  სტრატეგიას. 

  როგორც  ოპონენტი  გუნდის  პირველმა  სპიკერმა  მოგახენათ  დღევანდელი  დღის   საკამათო  თემაა:  ,,კლიმატის  ცვლილება“

დავიწროვებული  რეზოლუცია  კი:  ,, სოფელ  ველისციხეში  მოსახლეობამ  უნდა  იზრუნოს სოფლის  ეკოლოგიურ  პრობლემებზე  და  საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვაზე“

 ჩემმა  ოპონენტმა  გუნდმა  პრობლემების  მთელი  ჯაჭვი  ჩამოაყალიბა, რომელიც  მშვენივრად  გაგვაცნო მტკიცებითი  გუნდის   პირველმა  სპიკერმა, თუმცა  მთავრი  პრობლემა  მოსახლეობის ცნობიერება,  მხოლოდ  გაკვრით  ახსენა.   პრობლემების  არსებობას  დავეთანხმები,  თუმცა  გამოსავალი  მხოლოდ  მაღალფარდოვანი  სადღეგრძელოს  მსგავი  ორატორული  გამოსვლის  ფორმულირებად  მოვისმინეთ.  იყო  ბევრი  არგუმენტი,  თითქოს  სიტუაცის  მოგვარების  ვერსიაც  არსებობდა, მაგრამ  როგორ  და  ვინ  შეიძლება  იმუშაოს  საინფორმაციო  კამპანიის  წარმოებაზე?  ვინ  მოახდენს  მონიტორინგს  თეორიული  საკითხების  პრაქტიკულ  გამოყენებაზე? რამდენად  ამაღლდება  მოსახლეობის  სამართლებრივი კულტურა,  თუ  ხედავ  რომ  მისის  მეზობელი  ფოთლებს  ან  რაიმეს წვავს?  იჩივლებენ,  რა  ფორმით  შეატყობინებენ  გარემოს  დამცველებს?  ვინ  იქნებას  გარემოს  დამცველი  თემში, სადაც  ყველა  მოსახლე,  მიზანმიმართულად  ანაგვიანებს  სოფელს?

   სოფლის  ტერიტორიაზე  დადგეს  ნაგვის  ურნები,  დადის  ნაგვის  მანქანა,  მაგრამ  ვხედავ  როგორ  გამოდის  სოფლის  მოსახლე,  ასაკოვანი  ქალბატონი  და  საკუთარი  სახლის  წინ  მარტივად  როგორ  ჰყრის  ნაგავს  სანიავღვრე  არხში,  იქვე  დგანან  ასევე  ზრდასრული  ადამიანები,  რომლებიც  შეჰყურებენ  ქალბატონის  უწესრიგო  საქციელს  და  არავის  აზრად  არ  მოსდის  შენიშვნა  მისცეს.  ბევრი  იცინის  თითქოს  მისი  სოფელი  არ  იყოს.  თქვენ რომ  შემოგთავაზონ  სამსახური  ასეთ  სოფელში  თუ  იმუშავებდით  სადაც  ადამიანთა უმრავლესობის სამოქალაქო  პასუხიხმგებლობა   განულებულია.

სოფლის  ცენტრში,  რამოდენიმეჯერ  დააყენეს  ნაგვის  ურნები,  რომლებსაც  ერთი  კვირაც  არ  უფუნქციონერნიათ,  მოსახლეობამ  დალეწა.

   სოფლის  ცენტრალურ  ნაწილში  ასევე  არსებობს  ტაძრები,  რომლებსაც  წელიწადში  ერთხელ  ან  უკეთესს  შემთხვევაში  ორჯერ  ასუფთავებენ  მოძღვრის  თაოსნობით, ნებისმიერ  სოფელში  ტაძრის  მიმდებარე  ტერიტორია,  ბაღნარად  არის  ნაქცევი, ჩვენთან  კი  დასუფთავებაც  იშვიათობას  წარმოადგენს.  

  სოფლის  ცენტრში  არსებობს  თეატრის  შენობა,  არასოდეს  არ  მახსენდება,  სოფლის  მოსახლეობა,  საკუთარი  ინიციატივით  გამოსულიყო  და  დაესუფთავებინათ,  არადა  სოფლის  ახალგაზრდობის  თავშეყრის  ადგილს  წორედ  თეატრის  მიმდებარე  ტერიტორია  წარმოადგენს.

სოფელში  არსებობს  სასაფლაოც,  სადაც  ასევე  უხვად  არის  პრობლემები.

თქვენ  გვთავაზობთ  პრობლემების  მოგვარებას?  მაგრამ  გეკითხებით  და  მიპასუხეთ,  თუ  იცნობთ  იმ  ადამიანებს  ვინც  მზად  არის  ამ მიმართულებით  იმუშაოს?

ვინ  იქნებიან  ტრენერები  ვინც  მოსახლეობას  მიაწვდის  ინფორმაციას? 

როგორ  მოხდება  მათთვის სამუშაოს  ანაზრაურება?

რა  დრო  დასჭირდება  მოსახლეობის  ცნობიერების  შეცვლას?

იქნებ  სოფელს  უნდა  ჰქონდეს  დამატებით  დასუფთავების  სამსახური?

  რაც შეეხება  მოსახლეობის  ცნობიერებას, ამას  ერთჯერადი  საინფორმაციო  შეხვედრით  კი  არა,  არამედ  შესაძლოა  მთელი  ათწლეულობით  მუშაობითაც  კი  ვერ  დავდოთ  შედეგი,  ამას  სჭირდება  მუდმივი  კონტროლი,  რათა  მავნე  უნარჩვევები  გავაქროთ.

აღარაფერს  ვამბობ  ნარჩნების  გადამამუშავებელ  საწარმოზე,  რომლეზეც  არაფერია  ნათქვამი.

  სამწუხაროდ  ჩვენი  სოფლის  არსებული  მდგომარეობა  და  ევროპული  სტანდარტები  აბსოლიტურად  განხვავებულია,  ევროპელები  უფრთხილდებიან  გარემოს  და  იცავენ  საკუთარ  ჯანმრთელობას,  ჩვენ  კი  ვაბინძურებთ  და  ვანადგურებთ  გარემოს,  შესაძლოა  გვიყვარს  საკუთარი  თავები,  მაგრამ  ვეკამათოთ  ქუჩაში  უცხო  ადამიანს  რომელიც  სამომავლოდ  შეგვიქმნის  ჯანმრთელობის  პრობლემას  ეს  უხერხულ  ტონად  ითვლება,  ევროპელი  ყურადღებას  ამახვილებს  ლამაზ  გარემოზე,  უზომოდ  ბევრს  შრომობს  და  ასე  აღწევს  წარმატებას,  ჩვენ  მარტივი  წარმატება  გვიყვარს,  საგანს  ვსწავლობთ  არა  იმიტომ  რომ  გვჭირდება,  არამედ  იმიტომ,  რომ  კარგი  დამოკიდებულება  გვაქვს  მასწავლებლებთან.  სანამ  ჩვენს  გონებაში  არ  მოხდება  ძირეული  ცვლილებები,  მანამ  თქვენი  ქეისის  მთავარი  ციტატა  სოფელ  ველისციხის  მოსახლეობამ  უნდა  იზრუნოს სოფლის  ეკოლოგიურ  პრობლემებზე  და  გარემოს  მოვლაზე,  პრაქტიკულად  მოსახლეობის  ცნობიერებაზე  არ  იმუშავებს,  საერთოდ  არ  შეესაბამება  თქვენს  შემოთავზებულ  გამოსავალს  ან  პირიქით.  კარგი  იქნება  სოფლის  მოსახლეობას  გაუჩნდეს  რეალური  ინტერესი  სოფლის  ექსტერიერის  ვიზუარული  მხარის  ზრუნვაზე.

  ჩემი  გამოსვლა  მინდა  შევაჯამო  და  დასასრულისთვის  გითხრათ  თქვენს  მიერ  დასახელებული  პრობლემები  რეალურია, თუმცა  მე  ვერ  დავეთანხმები  თქვენს  მიერ  შემოთავაზებულ  გამოსავალს,  არარეალურია,  არაპრაქტიკული  შესაბამისად  თქვენს  მიერ  შემოთავაზებული ქეისიც  არაპრაქტიკულია.  გამოსავლის  შემდეგ  შემოთავაზებული  უპირატესობებიც  არარეალური.

მე  არ  ვეთანხმები  თქვენს  გამოსავალს, ეს  არის  ლამაზი  ტყული  და რეალობასთან  საერთო არაფერი  აქვს.

  მე  დავასრულე  ჩემი  გამოსვლა  და  მზად  ვარ  ჯვარედინი  დაკითხვისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

II  სპიკერი  უარმყოფელი  გუნდის

მოგესალმებით  ძვირფასო  გუნდის  წევრებო,  ოპონენტი  გუნდის  წარმომადგენლებო,  მსაჯო,  თაიმქიფერო,  დამსწრე  საზოგადოებავ  მე  გახლავართ  უარმყოფელი  გუნდის  მეორე  სპიკერი --------------   ----------------------   წარმოგიდგენთ  ჩემი გუნდის  მიერ  შემუშავებულ უარყოფის  სტრატეგიას.   კერძოდ  იერიშს  მივიტან  ისევ  მტკიცებითი  გუნდის  მეორე  სპიკერის  მიერ  აღდგენილი  ქეისის  გამოსავალზე.  მე  და  ჩემი  გუნდის  წევრები  მთელი  თქვენი  გამოსვლის  დროს  დიდი  ყურადღებით  გისმენდით,  თქვენ  საუბრობთ  ზრდასრულ  ადამიანებზე,  მაგრამ  არაფერს  არ  ამბობთ  თვითონ  სკოლის  მოსწავლეებზე,  ასევე  არაფერია  ნათქვამი  საბავშო  ბაღების  და  სკოლის  მოსწავლეების  თანამშრომლობაზე,  ნარჩენების  მართვის  საკითხებზე  ინფორმაციის  მიწვდაზე.  მაკულატურის  შეგროვება  სულაც არ  ნიშნავს  რომ  ადამიანი  აცნობირებდეს  თავის  სამოქალაქო  ვალდებულებებს  ბევრისთვის  საკმარისია  გარკვეული  პრიზები  და  ჯილდოები,  ხოლო  ჩვევა-ქცევა  რომ  ნაგავი  რომელიც  აქვს  ნაგვის  ურნამდე  მიიტანოს  და  ისე  მოიშოროს  ეს  ჯერ  კიდევ  ბერს  უჭირს.   ან  გავაში  არ  განათავსოს  მკვდარი  ცხოველები, ისინი  უნდა  დაიკრძალოს,  ან აკრძალული  ნივთიერებები,  რადგან  მათი  ნაგავსაყრელზე  განთავსება  განეიტრალების  გარეშე,  გაიჟონება  მიწის  ქანებში,  და  მიწის  ქვეშა  წყლების  დახმარებით  ისევ  ადამიანების  ორგანიზმში  ხვდება.

მაგალითად  თქვენ  გვთავაზობთ  მოსახლეობის  ცნობიერების  გაზრდას,  მაგრამ  ჩვენ  ხომ  მარტივად  მოგვარებული  სიტუაციები  გვიყვარს,  ჩვენ  გვსურს  დემოკრატია,  გვინდა  წარმატებულნი  ვიყოთ   ვართ  მაქსიმალისტები - ოღონდ  სიტყვებით,  გვქონდეს  ყველაზე  სუფთა  სახელმწიფო  მაგალითად  როგორიცაა  იაპონია, მაგრამ  რამდენ  საქართველოს  მოქალაქეს  დამისახელებთ  ვინც  იაპონელების  მსგავსად  მოუვლის  თავის ქვეყანას  მოხალისეობრივ  საწყისებზე?  იქნება  ყოველ  დღე  თავისი  თემის  გარკვეული  ქუჩის  დამლაგებელი?  100  კაცის  დაბინძურებულს  ეყოფა  ერთი  ღირსეულის  დამლაგებლის  ნაშრომი?    რამდენი  ადამიანი  იქნება  დასუფთავების  სამსახურში? 

რა  ვალდებულებებს,  პასუხისმგებლობას  იკისრებენ? რა  მოთხოვნა  ექნებათ?  რამდენი  იქნება  მათი  ანაზღაურება?  როგორ  მოხდება  მათთვის  ანაზაღაურების  გადახდა? 

როგორ  გადაიხდის  მოსახლეობა  დასუფთავების  გადასახადს?

საინფორმაციო  კამპანისსთვის  რა  რაოდენობის  თანხის  გამოყოფა  მოხდება?

  რა  ტიპის  აქტივობებით  იმუშავებთ  სოფლის  მოსახლეობასთან  სამართლებრივი კულტურის  ამაღლების  საკითხზე?

  არსად  არ  არის  ინფორმაცია  რისკ-ფაქტორები  შესახებ,  არ  გამიგია  ასევე  ინფორმაცია  კვლევის  დროს  თუ  სად  და  რა  ფორმით  მოიპოვებთ  მოსახლეობის  სიებს? 

მოკლედ  იდეის  დონეზე  ძალიან  კარგი  ნააზრევებია  წარმოდგენილი,  მაგრამ  პრაქტიკულად  როგორ  აპირებთ  თქვენი  მონახაზის,  გეგმის  განხორცილებას  საერთოდ  გაუგებარი  დამრჩა.

კარგი  იქნებოდა  უფრო  დეტალური  ბიუჯეტი  წარმოგედგინათ  და  გამოსავლისთვის  პროექტის  სახე  მიგეცათ,  გაგეწერათ  გეგმა,  სადაც  გაითვალიწინებდით  პრაქტიკულად  განსახორციელებელ  აუცილებელ  პროცედურებსაც.   მოკლედ  იდეა  კარგია  მაგრამ  იდეები უკვე  გადაჭრილ და  მოგვარებულ  პრობლემებს  არ  ნიშნავს.

მე  ვთვლი  რომ  თქვენ  ვერ  შესძელით  ჩვენი  დარწმუნება  და  ვერ  შემოგვთავაზეც  სრულყოფილი  გამოსავალი,  ნარჩენების  მართვის  შესახებ  მოსხელობა ნამდვილად  არ  არის  ინფორმირებული,  შესაბამისად  არ  აქვთ  მისი  პრაქტიკული  განხორცილების  მცდელობა,  თქვენს  მიერ  შემოთავაზებული  გამოსავალი  სწორედ  კიდევ  ერთხელ  მიგვანიშნებს  ეს  საკთხი  სერიოზულ მიდგომას  საჭიროებს  პრობლემის  მოგვარებას  საკმაოდ  ხანგრძლივი  მუშაობა  სჭირდება  და  ასე ერთ  და  ორ  თვეში  როგორც  თქვენ  აგვიხსენით  ვერ  მოგვარდება.

     მინდა  შევაჯამო   ჩემი  გამოსვლა და  დასასრულისთვის  გითხრათ  თქვენს  მიერ  დასახელებული  პრობლემები  რეალურია, თუმცა  მე  ვერ  დავეთანხმები  თქვენს  მიერ  შემოთავაზებულ  გამოსავალს,  არარეალურია,  არაპრაქტიკული  შესაბამისად  თქვენს  მიერ  შემოთავაზებული ქეისიც  არა  სრულყოფილია.  გამოსალი  კი  საერთოდ  გაურკვეველი

  მე  დავასრულე  ჩემი  გამოსვლა  და  მზად  ვარ  ჯვარედინი  დაკითხვისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

III  სპიკერი

 

 

კიდევ  ერთხელ  შეგახსენებთ  მე  გახლავართ    უარმყოფელი გუნდის  მესამე სპიკერი ----------------------------------------- და  მსურს  შევაჯამო  დღევანდელი  ჩემი  გუნდის  თამაში.

დავიწყებ  პირველი  სპიკერის  გამოსვლით  ვთვლი  რომ  მან  საუკეთესოდ  წარმოადგინა  ჩვენი  გუნდის  უარყოფის  სტრატეგია,  დიახ პრობლემა  სწორად  განსაზღვრეს  ოპონენტებმა  მაგრამ  გამოსავალი  იყო  არასრულყოფილი  რასაც  მთელი  თამაშიც  განმავლობაში ვერაფერი  მოუხერხეს,  ჩვენ  ვითხოვდით  გამოსავლაში დაესახელებინათ  კონკრეტული  პირები  ვინც  პრობლემას  მოაგვარებდნენ  მაგრამ  ასეთი  რამ  ვერ,  შეძლეს  არც  დროის  განსაზღვრება  მოგვისმენია,  არადა  მოგეხსენებათ  ნებისმიერი  პროექტი  დროშია  გაწერილი.  ჩემი  გუნდის  წევრები  მთელი  თამაშის  განმავლობაში  ყურადღებით  ვიცავდით  დებატის  თამაშის  ტექნიკის  წესებს,  ჯავრედინი  დაკითხვის  დროს  ვიყავით  ლოიალურები,  თუმცა  შეგვეძლო  ოპონენტებისთვის  საკმაოდ  ბევრი  უხერხული კითხვები  დაგვესვა,  მაგრამ  ვითვალისწინებით  მათ  მოუმზადებლობას, რომელსაც  ალბად  თქვენც  ამჩნევდით  პატივცემულო  მსაჯო  იმედს  ვიტოვებ  სწორედ  ამ  ფაქტს  გაითვალისწინებთ  დაგაწყვეტილების  მიღების  პროცესში  როცა  გამოავლენთ  გამარჯვებულს  და  დამარცხებულს. მე მჯერა  თქვენი  ობიექტურობის  და კომპეტენციის,  ასევე  მსურს  შეგახსენოთ  ის  ფაქტი,  რომ  ჩვენ  ვართ  ჩვეულებრივი  მოსწავლეები  და  საკმაოდ  დიდი  ძალისხმევა  დაგვჭირდა  დამატებით  ამ  ინფორმაციის  მოძიების  და  შემდეგ  მისი  დამუშავების,  მოკლედ  დებატიბისთვის  მზადების  პროეცესში  რათა  შესძლებლობა  გვქონოდა  ღირსეულად  წარვდგენილიყავით  როგორც  ოპონენტების  ასევე  პატივცემული  დამსწრე  საზოგადოების  მიმართ,  მოკლედ  მადლობა მე  დავასრულე  ჩემი  გამოსვლა  და  ველოდებით  თქვენს  შეფასებებს.